კალათბურთი

23:39 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კობი, ტიმი და კევინი დიდების დარბაზში შევლენ

2020 წელს დიდების დარბაზის წევრები კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი გახდებიან.

კობი ბრაიანტი ნბა-ს 5-გზის ჩემპიონია. ყველა ვარსკვლავის მატჩის 18-გზის მონაწილე. რეგულარუი სეზონის MVP და ფინალების ორგზის MVP. ჩატენვები კონკურსის ჩემპიონი. ჩაგდებული ქულების რაოდენობით ისტორიაში მესამეა.

ტიმ დანკანი საჩემპიონო ბეჭედს ხუთჯერ დაეუფლა. სამჯერ ფინალების უძვირფასესი მოთამაშე გახდა და ორჯერ რეგულარუი სეზონის. ALL Star-ზე 15-ჯერ ითამაშა.

კევინ გარნეტმა ნბა ერთხელ 2008 წელს "ბოსტონის" შემადგენლობაში მოიგო. ერთხელ სეზონის MVP-ი გახდა, 15-ჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.127784