კალათბურთი

18:42 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ნახევარფინალშია

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. სერხიო სკარიოლოს გუნდმა მეოთხედფინალში პოლონეთი როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

პოლონეთის ნაკრები ბევრისთვის მოულოდნელად აღმოჩნდა პლეი-ფში და მისთვის მეოთხედფინალიც დიდებული შედეგია. ესპანეთთან კი მაიკ ტეილორის გუნდმა ბევრი ვერაფერი გააწყო, თუმცა ბრძოლაში ბოლომდე იყო, ოღონდ ესპანელებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ.

პირინელები აკონტროლებდნენ შეხვედრას და მათი გამარჯვებაც სრულიად ლოგიკური იყო. რიკი რუბიო გამოირჩა ესპანეთის ნაკრებში 19 ქულით და 9 პასით, ხოლო რუდი ფერნანდესმა 16 დააგროვა, მათ შორის 5-დან 5 სამქულიანი გამოიყენა. ვილი ერნანგომესსაც ჩინებული მატჩი ჰქონდა და 18 ქულით დაასრულა თამაში.

ესპანეთის მეტოქე ნახევარფინალში ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც ბოლო მეოთხედფინალური წყვილში ურთიერთობა ავსტრალია და ჩეხეთი გაარკვევენ.

ესპანეთი - პოლონეთი 90:78 (22:18, 24:23, 21:17, 23:20) - მატჩის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113034