სხვა

11:19 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ისევ მოიგო! (+VIDEO)

აკი ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ჩვენებურის მეტოქე ჯურიოს მე-10 ნომერი სოკოკურაი იყო და გაგამ მისი დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა.

ჯუღელმა მეტოქეს ორთაბრძოლის დაწყებისთანავე არანაირი შანსი არ დაუტოვა და მისი გადაყვანა დოჰიოს მიღმა ადვილად მოახერხა. ეს აღნიშნული წყვილის 23-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველმა გოლიათმა 10 მოიგო, 13 ორთაბრძოლა კი მარცხით დაასრულა.
თავის მხრივ სოკოკურაიმ მიმდინარე ბაშოზე პირველი მარცხი იწვნია და 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს.

გაგამარუს დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან 6 გამარჯვება მართებს, თუმცა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ჩვენებურს 6 გამარჯვებაც ჰყოფნის.

ჯუღელის მომავალი მეტოქე იჩიამამოტო იქნება, რომელსაც აკი ბაშოზე 3-დან სამივე მარცხი აქვს და დიდი ალბათობით ლევანს მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქამდე ეს წყვილი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრილან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116092