ფეხბურთი

1:02 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც შემადგენლობისთვის მილიარდზე მეტი დახარჯა - საუკეთესო ათეული

წლიდან წლამდე წამყვანი ევროპული კლუბები სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი თანხის დახარჯვას რომ არ ერიდებიან უკვე არახალი ამბავია. საფეხბურთო ობსერვატორია Cies-მა კი საინტერესო კვლევა ჩაატარა.

კერძოდ, გუნდების მოქმედი შემადგენლობები აიღო და ის თანხა დააჯამა, რომელიც ევროპულმა კლუბებმა ხსენებული შემადგენლობებისთვის დახარჯა.

შედეგად, დადგინდა, რომ „მანჩესტერ სიტის“ იმ შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც დღეისთვის ჰყავს, მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული. ინგლისური გუნდი ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ტრანსფერებისთვის ასეთი კოლოსარული თანხა გაიღო.

„სიტის“ კვალში „პარი სენ ჟერმენი“ უდგას, რომელიც ჯერჯერობით მილიარდ ევროს ვერ გასწვდა, მაგრამ ბევრიც არ უკლია.

გუნდების საუკეთესო ათეული მოქმედი შემადგენლობებისთვის დახარჯული თანხებით:

1. „მანჩესტერ სიტი“ – 1.014 მილიარდი ევრო

2. „პსჟ“ – 913 მილიონი ევრო

3. „რეალი“ – 902 მილიონი ევრო

4. „მანჩესტერი“ – 751 მილიონი ევრო

5. „იუვენტუსი“ – 719 მილიონი ევრო

6. „ბარსელონა“ – 697 მილიონი ევრო

7. „ლივერპული“ – 639 მილიონი ევრო

8. „ჩელსი“ – 561 მილიონი ევრო

9. „ატლეტიკო“ – 550 მილიონი ევრო

10. „არსენალი“ – 498 მილიონი ევრო

0.157939