სხვა

11:12 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აკი ბაშოზე გაგამარუმ პირველი გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

აკი ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ჯურიოს მე-8 ნომერ კაისეის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება იურიკირის ილეთით მოახერხა.

გაგამ ორთაბრძოლის დაწყებისთანავე დიდი უპირატესობა მოიპოვა და ბრაზილიელი დოჰიოს მიღმა ადვილად გადაიყვანა.

ჩვენებურს აღნიშნულ მეტოქესთან 14 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ამ გამარჯვებით მოგება-წაგების ბალანსი თანაბარი გახადა. - 7:7.

ჯუღელს წლის მეხუთე სუპერტურნირზე 1 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად 7 მოგება მართებს, თუმცა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნელად მინიმუმ 6 გამარჯვება სჭირდება.

ქართველი გოლიათის მომავალი მეტოქე ჯურიოს მე-10 ნომერი სოკოკურაი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ორივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს. გაგამარუს კი აქამდე 22-ჯერ შეხვედრილა და 13 მოგების წილ, 9 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113337