ფეხბურთი

10:29 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სანჩეს ფლორესი "უოტფორდში" დაბრუნდა

ესპანელის მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი მეორე ვადით "უოტფორდს" უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა სანჩეს ფლორესმა.

კიკე ინგლისურ გუნდს 2015/16 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და პრემიერლიგაში "უოტფორდი" მე-13 ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ესპანელი სპეციალისტი "ესპანიოლს" და ჩინურ გუნდ "შენჰუას" ხელმძღვანელობდა. "უოტფორდში" სანჩეს ფლორესმა თანამემამულე ხავი გრასია შეცვალა.

სტატისტიკა
0.395645