ფეხბურთი

0:10 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ემერსონისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბმა ემერსონმა შესაძლოა "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ლონდონელები ახალ კონტრაქტს ამზადებენ და სურთ ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელს ხელშეკრულება ერთი წლით, 2023 წლამდე გაუგრძელონ.

ემერსონი "ჩელსიში" 2018 წელს "რომადან" 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მას შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება 20-დან 15 მილიონ ევრომდე შემცირდა. იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა "არისტოკრატების" მაისურით 39 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.255102