ჭადრაკი

0:00 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას გამარჯვებით დასრულდა!

დიდ დიღომში მდებარე ‘ჭადრაკის დედოფლის’ აკადემიაში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ A ტურნირი. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა. აღსანიშნავია, რომ ბაადურმა დამარცხების გარეშე განვლო ასპარეზობა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და 7 ქულით II-VI ადგილები გაინაწილეს: ფიერმა,მაღალაშვილმა,ჯოჯუამ,ფანცულაიამ და ვოლკოვმა.

ღია ტურნირის ტექნიკური შედეგები:

I ადგილი - ბაადურ ჯობავა (2700) – 7,5 ქულა;

II ადგილი - ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია;2495) – 7 ქულა;

III ადგილი- დავით მაღალაშვილი (2490) – 7 ქულა;

IV ადგილი - დავით ჯოჯუა (2513) – 7 ქულა;

V ადგილი- ლევან ფანცულაია (2598) – 7 ქულა;

VI ადგილი - ნიკა ვოლკოვი (2251) – 7 ქულა;

VII ადგილი - გიგა ყუფარაძე (2636) – 6,5 ქულა;

კატეგორიაში საუკეთესოები:

U14 - გიორგი გიორგაძე (1455) – 5,5 ქულა;

ELO 2000 < - აკაკი ზარდიაშვილი (1926)- 6 ქულა;

ELO 1800 < - აკაკი ღაჭავა (1677)- 5 ქულა;

ELO 1400 < - მიხეილ კვირტია - 4,5 ქულა.

‘A’ ტურნირის დახურვა 8 სექტემბერს, 16:30 წთ. გაიმართება.

ხვალ, 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში ქალთა ‘B’ და ბავშვთა ‘C’ ტურნირი აიღებს სტარტს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.111035