ფეხბურთი

22:50 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლო ჩელსოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" ახალწვეულმა ჯოვანი ლოჩელსომ ჩილესთან გამართულ (0:0) ამხანაგურ მატჩში საზარდულის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ფაქტი არგენტინის ნაკრების ტვიტერის გვერდმა დაადასტურა, თუმცა თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საშიში არაფერია და მწყობრშია.

ლო ჩელსო გასულ სეზონში პსჟ-დან "ბეტისში' იყო განათხოვრებული. მიმდინარე წელს ესპანელებმა ფეხბურთელი გამოისყიდეს და "ტოტენჰემში" იჯარის წესით გაუშვეს. არგენტინელმა "მამლების" მაისურით სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090061