კალათბურთი

14:53 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალზელანდიელმა კალათბურთელებმა საბერძნეთთან მატჩის წინ ჰაკა შეასრულეს

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან მატჩის წინ, ახალი ზელანდიის ნაკრების მოთამაშეებმა ტრადიციული ცეკვა, ჰაკა შეასრულეს, თუმცა ამან ისინი მარცხისგან ვერ იხსნა - 97:103.

ამ გამარჯვების შემდეგ ბერძნები ტურნირის შემდგომ ეტაპზე გავიდნენ. ახალზელანდიელები კი ჯგუფში ჩარჩნენ. მეორე ეტაპზე ბერძნები ჩეხეთის და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. ჩეხების მსგავსად, მეორე ჯგუფურ ეტაპს ბერძნებიც ნულოვანი მაჩვენებლით დაიწყებენ გამარჯვებების გრაფაში. წინასწარ ეტაპზე მათ ბრაზილიელებთან წააგეს, რომლებიც ასევე შეხვდებიან აშშ-ის და ჩეხეთის ნაკრებებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111055