ფეხბურთი

11:53 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

El Pais: "ბარსელონასთან" მესის კონტრაქტს რეალური ვადა არ გააჩნია

„ბარსელონასა“ და ლიონელ მესის კონტრაქტს რეალური ვადა არ აქვს, რადგან არგენტინელს სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი წლის 30 ივნისს შეუძლია ხელშეკრულება გაწყვიტოს და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

კონტრაქტის აღნიშნული პუნქტის შესახე ცნობილი გამოცემა El Pais-ი იტყობინება, რომლის ცნობით, ხელშეკრულების პირობებზე ორივე მხარე და რამდენიმე ადამიანი აწერს ხელს.

ამრიგად, მესის 32 წლის შემდეგ თავისუფლად შეუძლია „ბარსელონას“ დატოვება თუ ამას თავადვე მოინდომებს. აღსანიშნავია, რომ ეს პუნქტი თავის დროზე ჩავის, ანდრეს ინიესტასა და კარლეს პუიოლის კონტრაქტებშიც იყო გამოყენებული.

სტატისტიკა
0.320649