ფეხბურთი

23:50 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი ტრავმირებულია

მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარი ბელგიის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა, რა დროსაც ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

დაზიანების ზუსტი ადგილი და ხარისხი უცნობია.

ტრავმის გამო აზარი ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს სან მარინოს წინააღმდეგ გამოტოვებს.

აზარი ბელგიის ნაკრების წევრი 2008 წლიდან არის, სადაც 102 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

თეგებიედენ აზარი
0.119722