ფეხბურთი

15:46 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ძელბურთი" რომაულ დერბიში (VIDEO)

კვირას რომაული დერბი გაიმართა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 1:1. აღსანიშნავია, რომ მატჩის საწყის 27 წუთში ბურთი კარის ძელს 5-ჯერ მოხვდა. სამჯერ "ლაციოს" არ გაუმართლა (ლუკას ლეივა, ჩირო იმობილე, ხოაკინ კორეა), ხოლო ორჯერ "რომას" (ორჯერვე ნიკოლო ძანიოლო). ვთქვათ ისიც, რომ 89-ე წუთზე "ლაციოს" ნახევარმცველმა მარკო პაროლომ უკვე ხარიხას დაუმიზნა და საკუთარ გუნდს ვერ მოაგებინა.

0.114874