ფეხბურთი

19:26 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უბერებელი რონალდუ: 34 წლის კრიშტიანუმ 92 მეტრი 10 წამში დაფარა (+VIDEO)

წლები გადის, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუზე ეს არ მოქმედებს. 34 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ნაპოლისთან“ შეხვედრაში 92 მეტრი 10 წამში გაირბინა.

მატჩის მე-15 წუთზე, როდესაც „იუვენტუსი“კუთხურისას თავს იცავდა, რონალდუ საკუთარი გუნდის საჯარიმოში იყო, მაგრამ ტურინელებმა სწრაფი კონტრშეტევა დაიწყეს და კრიშტიანუ მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა.

როგორც გაირკვა, პორტუგალიელმა 33.12 კმ საათში სიჩქარით ირბინა და 92-მეტრიანი დისტანცია ზუსტად 10 წამში დაფარა. მისმა გუნდმა კი საუცხოო კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც დანილოს შედეგიანი დარტყმით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121722