ფეხბურთი

1:04 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: ფორმალობად ქცეული ტური

მესამე ტურის, მეორე სათამაშო დღის შემდეგ, ესპანური პრიმერას პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: „სევილია,“ „ბილბაო,“ „ლევანტე“ და მადრიდის „ატლეტიკო.“ რომანტიკული ოთხეულია. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ „რეალს“ ჯერ არ უთმაშია და კვირას გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ლიდერიც გახდეს.

შაბათს კი საქმეში „ბარსელონა“ ჩაერთო. უჭირთ კატალონიელებს მესის და სუარესის გარეშე. გრიზმანმა წინა ტურში დუბლით გაიბრწყინა, თუმცა ამჯერად შეუმჩნეველი იყო.

თავიდან „ოსასუნა“ ჯიქურ შეება ჩემპიონს და უკვე მე-7 წუთზე რობერტო ტორესმა გახსნა ანგარიში. ასე დამთვრდა პირველი ტაიმი. მეორეში კი კატალონიელთა თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს შეცვლებმა გაუმართლა. ჯერ იყო და, 16 წლის ანსუ ფატიმ სადებიუტო გოლი გაიტანა, მაშინ, როცა მინდორზე სულ ხუთი წუთის გასული იყო. ეს წარმოშობით გვინეელი ყმაწვილი, „ბარსელონას“ აკადემიის სისტემაშია აღზრდილი და შაბათს ის კატალონიური კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და მეგოლე გახდა,

მერე „ლურჯ-ბროწეულისფერები“ ასევე შემცვლელმა, არტურმა დააწინაურა. „ბარსა“ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა. მაგრამ, ბოლოსკენ, ერთ-ერთი შეტევისას, პიკეს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პირველი გოლის ავტორმა, რობერტო ტორესმა, ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი - 2:2.

მაგრამ მთავარი: პამპლონაში მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავისა და მწვრთნელის, ლუის ენრიკეს 9 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზით. ბავშვი კიბოთი დაიღუპა სამი დღის წინათ.

ამ ამბავმა პრიმერას მესამე ტური ფორმალობად აქცია.

ესპანეთი

პრიმერა. მე-3 ტური. 31 აგვისტო

ოსასუნა - ბარსელონა 2:2

პამპლონა. „ელ სადარი.“ 16 742

1:0 რობერტო ტორესი (7), 1:1 ფატი (51), 1:2 არტური (64), 2:2 რობერტო ტორესი (81, პენ.)

ოსასუნა: რუბენი, ესტულინიანი, დავიდ გარსია, ერნანდესი, ნაჩო ვიდალი, რუბენ გარსია (იბანიესი 65), ოიერი, მერიდა (მონკაიოლა 71), რობერტო ტორესი, ბრანდონი (ვილიარი 78), ავილა

მწვრთნელი: იაგობა არასატე

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, სემედუ (ფატი 46), ბუსკეტსი, რობერტო, რაფინია (არტური 53), კარლეს პერესი, დე იონგი (არტურო ვიდალი 82), გრიზმანი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: მერიდა (13), ბრანდონი (43), მონკაიოლა (90+1); რობერტო (32), დე იონგი (37), პიკე (82), ლანგლე (90+4)

ლევანტე - ვალიადოლოდი 2:0

1:0 ლეონი (83), მორალესი (90+4)

ხეტაფე - ალავესი 1:1

1:0 მოლინა (24). 1:1 ხოსელუ (31)

ბეტისი - ლეგანესი 2:1

0:1 ბრაითუათი (50), 1:1 ლორენი (54), 2:1 ფეკირი (61)

30 აგვისტო

სევილია - სელტა 1:1

1:0 ვასკესი (81), 1:1 დენის სუარესი

ბილბაო - სოსიედადი 2:0

1:0 უილიამსი (11), 2:0 რაულ გარსია (28)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112409