ფეხბურთი

22:19 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში "რუსთავმა" ბათუმის "დინამო" მიიღო და 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები ჯოვინომ და ვლადიმერ დვალიშვილმა მე-19 და 23-ე წუთებზე გაიტანეს და ზღვისპირელებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიითვალეს.

ამრიგად, ბათუმელებმა 52 ქულა მოაგროვეს და ჯერჯერობით პირველ ადგილზე არიან, რადგან უახლოეს მდევრებს თბილისის "დინამოს" (51 ქულა) და "საბურთალოს" (44ქ) შესაბამისად ერთი და სამი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რუსთაველები კი გასავარდნ ზონასთან მეშვიდე ადგილზე 29 ქულით იმყოფებიან. მომდევნო მატჩს შიდაქართლელები "დილასთან" ჩაატარებენ, ხოლო "დინამო" "ლოკომოტივს" მიიღებს.

0.128354