ფეხბურთი

21:06 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „ოსასუნას“ ვერაფერი მოუხერხა

პამპლონაში დამთავრდა ესპანური პრიმერას მე-3 ტურის მატჩი. „ოსასუნა“ „ბარსელონას“ მასპინძლობდა და ბოლოსკენ გადაარჩინა შეხვედრა - 2:2.

მასპინძლები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ. ტერ-შტეგენს რობერტო ტორესმა გაუტანა. ტაიმიც ასე დასრულდა. მეორეს დასაწყისში, 51-ე წუთზე, კატალონიელებმა გაათანაბრეს ანგარიში. თავი 16 წლის ანსუმანე ფატიმ გამოიჩინა.

64-ზე „ბარსა“ წინ არტურ რამოსმა გაიყვანა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასები კარლეს საიოლმა შეასრულა.

ოსასუნელებმა მაინც გაათანაბრეს ანგარიში. პენალტი ზუსტად დაარტყა იმავე ტორესმა. საჯარიმოში პიკეს ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანიც ამად დაინიშნა.

„ოსასუნამ“ 5 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეოთხე ადგილზეა. „ბარსელონას“ კი ქულით ნაკლები აქვს და მეხუთე საფეხურზე დგას.

0.112634