ფეხბურთი

0:00 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ლაქსალტი 'ტორინოში" გაანათხოვრა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "მილანის" მარცხენა გარემარბი დიეგო ლაქსალტი 2019/20 წლების სეზონს იჯარის წესით "ტორინოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ტურინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "ტორინომ" იჯარაში ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადა და გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

ლაქსალტი "მილანმა" 2018 წელს "ჯენოადან" 14 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. დიეგო საშუალოდ ერთ მატჩში მოედანზე 44 წუთს ატარებდა და გუნდის დატოვების მიზეზი უთამაშებლობის პრობლემა შეიძლება ყოფილიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114195