ფეხბურთი

19:25 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის გამარჯვების გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეშვიდე ტურში პირადი ანგარიში გახსნა გიორგი მერებაშვილმა. ქართველი ფეხბურთელის „ვისლამ“ „ლოძს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაჯაბნა - 2:1.

მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 75-ე წუთზე კი საჯარიმოს მისადგომებიდან მოახერხა მეტოქის კარის აღება და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

ჩვენებურს მიმდინარე სეზონში 5 თამაში აქვს ჩატარებული და პირველი გოლი გაიტანა. პლოცეკელებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს და 7 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108267