ძიუდო

10:49 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია

ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშივილი (+100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა წინასწარი ორთაბრძოლები უშეცდომოდ ჩაატარა და უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

გურამმა ასპარეზობა A ჯგუფში დაიწყო და პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში კი ინდოელ შუბჰამ კუმარს დაუპირისპირდა და გამარჯვებაც არ გასჭირვებია. ამას მოჰყვა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან მოგება, რის შედეგადაც ჩვენებური მეოთხედფინალში აღმოჩნდა.

ხსენებულ ეტაპზე 24 წლის ქართველი მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქე გამოცდილი ჰოლანდიელი ჰენკ გროლი იყო, თუმცა თუშიშვილს მეტოქისთვის შანსი არ მიუცია და იპონით გამარჯვება აუღელვებლად იზეიმა. ნიშანდობლივია, რომ გურამმა სამივე შეხვედრა იპონით მოიგო.

შედეგად, გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია, სადაც იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.

0.111943