ფეხბურთი

0:35 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძის ზედიზედ მეორე გოლი! "არკას" სეზონში პირველი თამაში ქართველმა მოაგებინა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში გდინიას „არკამ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ეს დავით სხირტლაძის დამსახურებაა.

მე-7 ტურში „არკამ“ „გურნიკს“ უმასპინძლა და ქართველი შემტევის ერთადერთი გოლით (1:0) დაამარცხა. 55-ე წუთზე სხირტლაძემ ადამ მარჩინიაკის გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით ზუსტად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

ჩვენებურმა აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ცნობისთვის, ეს იყო სხირტლაძის ზედიზედ მეორე გოლი პოლონეთში, რადგან წინა ტურშიც მოახერხა თავის გამოჩენა.

შეგახსენებთ, ქართველი პოლონურ გუნდს მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა, ხოლო „არკა“ 7 თამაშში მოპოვებული 5 ქულით მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115033