ფეხბურთი

22:11 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივისა" და "სიონის" მოუგებელი სერია გაგრძელდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

„რკინიგზელები“ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და შესაბამისად, ბოლო ორ თამაშში მოპოვებული ქულის ფონზე, ცხადია ახლა ფეხის დაცდენის უფლება აღარ ჰქონდათ. თავის, მხრივ, „სიონი“ პლეი-აუტის ზონაშია და მასაც აქვს დასახული მიზნები გადასაჭრელი.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ მოიკოჭლებდნენ.

79-ე წუთზე კი „სიონი“ დაწინაურდა. ფლანგური გადაცემის შემდეგ გიორგი ივანიშვილმა მცველს დაასწრო და ანგარიშიც გაიხსნა. ბოლნისელებს 10 წუთი უნდა შეენარჩუნებინათ ანგარიში, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ უწიეს, რადგან 86-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ ახლო მანძილიდან გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

სხვათა შორის, თბილისელებს უკვე სამი ტურია არ მოუგიათ, ხოლო ბოლნისელთა აქტივში მიჯრით 4 მოუგებელი მატჩია. „ლოკომოტივს“ 26 მატჩში 37 ქულა აქვს და კვლავ მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო „სიონი“ 27 ქულით მეცხრეა.

„ლოკომოტივი“ – „სიონი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ივანიშვილი (79), 1:1 შონია (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100323