ძიუდო

14:35 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩა

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი რეპეშაჟში ჰოლანდიელ მიხალ კორელთან ბოლო წამებზე გაშვებული ვაზარის გამოისობით დამარცხდა, რაც დიდად მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ვარლამი წინა ორთაბრძოლებშიც უფერულად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ლიპარტელიანმა გრიგორი მინასკინს 3 შიდო აჰკიდა, ფრანგი ალექსანდრ იდირი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან იპონზე დაეცა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს პირველობაზე ერთადერთი მონაწილეღა შემორჩა. ხვალ, მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) გურამ თუშიშვილი ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ინდოელი შუბჰამ კუმარი იქნება.

0.111089