ფეხბურთი

13:43 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ვიმედოვნებ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ "იუვენტუსის" პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს წელს ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" გამარჯვების.

"ყოველწლიურად გუნდები ძლიერდებიან და ვერ გაიგებ ვინ უფრო ძლიერი კლუბია. ვიმოდოვნებ ამჯერად ყველაზე ძლიერი "იუვენტუსი" აღმოჩნდება და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. ამ ტურნირის მოგება ყოველთვის რთულია, რადგან ფავორიტები ხშირად მარცხდებიან. წინა სეზონში "ბარსელონამ" "ლივერპულთან" პირველი მატჩის შემდეგ წააგო, "აიაქსი" რომელმაც ბევრ ძლიერ გუნდა აჯობა. ყოველ წელს უნდა იბრძოდე, შრომობდე და შედეგი აუცილებლად მოვა"- განაცხადა რონალდუმ.

კენჭისყრის შედეგად "იუვენტუსის" ჯგუფში "ატლეტიკო", "ლევერკუზენი" და მოსკოვის "ლოკომოტივი" იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113362