ფეხბურთი

10:18 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ „ინტერს“ იკარდის ტრანსფერზე მოურიგდა

„მონაკო“ და „ინტერი“ შეთანხმდნენ, მაურო იკარდი ფრანგულ კლუბში გადავა - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალოსტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი მზადაა არგენტინელი შემტევი 65 მილიონ ევროდ გაუშვას. თავად ფეხბურთელს მილანური კლუბის დატოვება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ „მონაკო“ მას ჯამაგირად წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

იტალიური მედია არა-ერთხელ აღნიშნავდა, რომ „ინტერის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, მიმდინარე სეზონში იკარდის ძირითადის მოთამაშედ არ განიხილავს.

იკარდი „ინტერში“ 2013 წლიდან თამაშობს.

0.099882