ფეხბურთი

0:24 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ალექსის სანჩესი "ინტერის" ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი მილანის „ინტერში“ ითამაშებს. იტალიური გუნდის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ჩილელი „ნერაძურის“ რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ მას ხელფასის სახით მხოლოდ 5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო 7 მილიონ ევროს სამხრეთ ამერიკელი ისევ „იუნაიტედიდან“ აიღებს.

სანჩესისთვის იტალია უცხო გარემო არაა, რადგან 2008-2011 წლებში „უდინეზეს“ რიგებში შედეგიანად თამაშობდა. მერე კი, „ბარსელონასა“ და „არსენალშიც“ ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ 30 წლის შემტევი „ინტერის“ რიგებში 17-ნომრიანი მაისურით გაირჯება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124599