ძიუდო

11:43 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძეს ბრინჯაოს შანსი აქვს

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81 კგ.) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ლუკამ საწყის რაუნდში სამოელი პენიამინა პერსივალი შებოჭა, თურქი ვედათ აილბაირაკი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარს ვაზარი დამატებით დროში აუღო, ბელგიელ სამი ჩუჩის იპონით აჯობა, მარცხი კი მეოთხედფინალში განიცადა.
ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალთან შერკინებაში მაისურაძე ვაზარით დაწინაურდა, რომელიც გაუგებარი მიზეზების გამო გააუქმეს. მალევე ჩვენებური კონტრილეთზე მოჰყვა, ბოლოსკენ კი ვა-ბანკზე წავიდა და აფრიკელმა იპონით დაამარცხა.
ამგვარად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უზბეკ შაროფიდინი ბოლტაბოევს შეერკინება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ბრინჯაოს მედლისთვის ირანელ საეიდო მოლაეისა და ბელგიელ მატიას კასეს შორის დამარცხებულს შეერკინება.
ვთქვათ ისიც, რომ მე-2 ნახევარფინალში ებრაელი საგი მუკი ხსენებული აბდელაალს დაუპირისპირდება, კიდევ ერთ რეპეშაჟში კი კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიესა და გერმანელ დომინიკ რესელს ვიხილავთ.
დღესვე, მედლები ქალთა 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც ნახევარფინალები ასე დაკომპლექტდა: კლარის აგბენენუ (საფრანგეთი) – იუულ ფრანსენი (ჰოლანდია), ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია) – მიკუ ტაშირო (იაპონია).
ფინალური ბლოკი სტარტს 14:00 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128411