ფეხბურთი

19:10 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაალ ჩაჩავამ "ტორპედო" დატოვა

ქუთაისის „ტორპედო“ ზაალ ჩაჩავამ დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ტორპედო“ ქუთაისის მერიას გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ უახლოეს ხანებში კლუბისთვის ახალი სპონსორის მოძიებას ეცდება.

შეგახსენებთ, „ტორპედოში“ უკვე თვეებია მწვავე ფინანსური კრიზისია, რის გამოც გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, რამაც გუნდის შესუსტება გამოიწვია. ვითარება კი, დღემდე არ დასტაბილურებულა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 4-გზის ჩემპიონი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24 თამაშში მოპოვებული 35 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11845