თამაშგარე

11:23 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაირა ნარა სპორტსმენებს არ ეშვება

წარსულში ურუგვაელი ლეგენდის, დიეგო ფორლანის ყოფილი გულისსწორი, არგენტინელი მოიდელი ზაირა ნარა ამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ დიდებულ სპორტსმენთან ერთად შეამჩნიეს და მსწრაფლივ დაიწყო ამ ამბავზე ათასი კუდის მობმა და შორს მიმავალი ჭორების გავრცელება.

ბულვარულ მედიასთან მოლაყბე თვითმხილველები ამბობენ, რომ მადრიდის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორნში ზაირა ნარა ცნობილ ავტომრბოლელთან, სებასტიან ვეტელთან ერთად დაინახეს და თანაც იმ მომენტში იხილეს, როდესაც მრბოლელი და მოდელი ჩახუტებულ-ჩაგვირისტებულიყვნენ.

სებასტიანს ცოლი ყავს (მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება არაოფიციალურია) და ამ ამბავს ცხადია უკომენტაროდ ვერ დატოვებდა. ამიტომ, ჯერჯერობით მხოლოდ მან განაცხადა, რომ ზაირა ნარასთან ოდენ მეგობრობა აკავშირებს. თუმცა მოდელთან ძალუმად ჩახუტებასა და მტლაშა-მტლუშზე ცხადია არაფერი უთქვამს.

0.137798