ფეხბურთი

18:34 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს

"ჩელსის" 23 წლის ბრაზილიელ შემტევ კენედის გუნდის დატოვება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი გუნდში თავისი მდგომარეობით კმაყოფილი არაა და ამიტომ "არისტოკრატების" დატოვება სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, კენედი ლამპარდის გეგმებში არ შედის.

კენედი "ჩელსიში" 2015 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდის მაისური 27-ჯერ მოირგო და სამი გოლი გაიტანა. ის "უოტფორდში" და "ნიუკასლში" იყო განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101844