ფეხბურთი

13:15 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზედიზედ მესამე დუბლი MLS-ში (+VIDEO)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მშვენიერ ფორმაშია. ვეტერანმა შვედმა ამერიკულ MLS-ში ზედიზედ მესამე დუბლი შეასრულა. 27-ე ტურში ლოსა ანჯელესური დერბი შედგა „ლოს ანჯელესსა“ და „გალაქსის“ შორის და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 3:3.

ზლატანმა მე-2 და მე-15 წუთებზე მოახერხა გოლების გატანა (0:1, 1:2), თუმცა მისმა გუნდმა ქულები მაინც დაკარგა.

ბოლო დროს 37 წლის საკნდინავიელს საოცარი სტატისტიკა აქვს - იმავე „ლოს ანჯელესთან“ 20 ივლისს ჰეთ-თრიქი შეასრულა, ამას კი მიჯრით სამი დუბლი მოჰყვა „დალასთან“ (15 აგვისტო), „სიეტლთან“ (18 აგვისტო) და ახლა ისევ „ლოს ანჯელესთან“ (26 აგვისტო).

მთლიანობაში იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 22 გოლი დაუგროვდა. ცნობისთვის, გასული სეზონი სწორედ 22 გოლით დაასრულა, მაგრამ ამ შედეგისთვის 27 მატჩის ჩატარება მოუხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121754