ფეხბურთი

2:55 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გმირი სინიშა (+VIDEO)

„პირველ ტურს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს“ - ასეთი სათაურით შეხვდა Gazzetta Dello Sport-ი სინიშა მიხაილოვიჩის საწვრთნელ სკამზე დაბრუნებას. საქმე ისაა, რომ სერბი სპეციალისტი ლეიკემიითაა დაავადებული, მაგრამ პირველ ტურში „ბოლონიას“ მაინც უხელმძღვანელა.

სინიშამ 40 დღის შემდეგ საავადმყოფო დატოვა და პირდაპირ ვერონაში, „ბენტეგოდის“ სტადიონს მიაშურა, რათა მისი გუნდის გვერდით ყოფილიყო, რომელიც სერია A-ს პირველი ტურის მატჩს „ვერონასთან“ ატარებდა.

ქომაგები (როგორც სტუმარი, ისე მასპინძელი) მიხაილოვიჩს აპლოდისმენტებით და ოვაციებით შეეგებნენ. თუმცა, „ბოლონიამ“ მთლად კარგად ვერ დაასაჩუქრა, რადგან მე-13 წუთიდან 10 ფეხბურთელით მოთამაშე მეტოქესთან ოდენ ქულას (1:1) გამორჩა.

შეგახსენებთ, სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემია დაახლოებით ორი თვის წინ დაუდგინდა, მაგრამ „ბოლონიას“ ხელმძღვანელობამ სრული ნდობა გამოუცხადა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვა.

სტატისტიკა
0.599661