სხვა

15:57 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია! (+VIDEO)

უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალურ გაცურვაში 200 მეტრის დისტანციის დაფარვა ჩვენებურმა 40.24 წამში მოახერხა. ნადირაძეს ვერცხლის მედლის მოპოვებაც შეეძლო, თუმცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არტსემ კოზირმა 0.14 წამით აჯობა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

39.36 წამში დაფარული დისტანციით კი ოქროს მედალს ლიეტუველი ჰენრიკას ზასტაუტასი დაეუფლა.

0.264816