ჩოგბურთი

16:24 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძის მარცხი ფინალში

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ზედიზედ მე-2 ტურნირის მოგებასთან ახლოსა იყო, თუმცა, ფინალში მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცივაძე უკრაინულ ირპინში გამართულ 15-ათასიან ტურნირზე მასპინძელ ვლადისლავ ორლოვთან ერთად გაჩემპიონდა, ამჯერად კი, ყაზახ საგადატ აიაპთან ერთად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე შეჯიბრში წარმატებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.
ქართულ-ყაზახური წყვილი ბელარუსულ ტურნირში მე-3 განთესვით ჩაება და პირველ წრეში რუსულ-ამერიკული დუეტი (ბლოხინი-გურევიჩი) 6:4, 6:3 დაამარცხა. ცივაძემა და აიაპმა მეოთხედფინალში ბრიტანელები ჯოუნსი და მაკკინლი 7:5, 3:6, 10:6 დაჯაბნეს, ნახევარფინალში კი ბელარუს ლუტარევიჩსა და უკრაინელ ურსუს სძლიეს – 6:3, 6:4.
გადამწვეტ მატჩში ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები მე-4 რეიტინგით მოთამაშე რუსულ-ჩეხურ წყვილს (დუბრივნი-პოლიაკი) ეთამაშნენ და 2:6, 2:6 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118301