ფეხბურთი

1:47 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ მრისხანე

რობერტ ლევანდოვსკი უკვე შეუჩერებელია. ბუნდესლიგაში ორი ტური მიილია და პოლონელის აქტივში 5 გოლია, რაც ცხადია, ფანტასიკური მაჩვენებელია. „ბაიერნს“ რომ ორი ტურის თავზე 4 ქულა აქვს, ეს პირადად ლევანდოვსკის დამსახურებაა, რომელმაც მორიგი წარმოდგენა „ველტინს არენაზე“ დადგა.

„შალკეს“ საუკეთესო პერიოდი რომ არ უდგას, ცხადზე ცხადია, მაგრამ „ბაიერნმა“ მაინც მეტისმეტად ადვილად გაისეირნა გელზენკირხენში. ლევანდოვსკიმ კი მასპინძლები სამჯერ დაამწუხრა და პირველ ტურში შესრულებულ დუბლს, ახლა ჰეთ-თრიქი წაამატა. კიდევ უფრო ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ „რკეორდმაისტერის“ რიგებში დებიუტი ჰქონდათ ფილიპე კოუტინიოსა და ივან პერიშიჩს. ორივე ნაანტრაქტევს გამოჩნდა მოედანზე და მათი სათამაშო დრო უახლოეს ხანებში ბუნებრივია უფრო გაიზრდება. ნიკო კოვაჩის გუნდმა კი მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და ხასიათზეც მოვიდა.

„ფრაიბურგს“ კი მშვენივრად მისდის საქმეები და ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ირჯება. „ფრაიმ“ ამჯერზე დებიუტანტ „პადერბორნოს“ მისსავე მოედანზე ადვილად აჯობა და „დორტმუნდთან“ და „ლევერკუზენთან“ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეშია.

„ლევერკუზენთან“, რომელმაც დიუსელდორფში, „ფორტუნას“ ასევე 3:1 აჯობა და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა ყველაფერი, როდესაც მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა.

საერთოდ, 1:3 მეტად პოპულარული ანგარიში იყო. ზუსტად ანალოგიურად მოიგო „გლადბახმა“ ასევე სტუმრად „მაინცთან“ შეხვედრაში. „ჰოფენჰაიმმა“ მიმდინარე სეზონშ პირველი ქულები მიითვალა, მასე მერე რაც, უმძიმეს ბრძოლაში ბრემენის „ვერდერი“ გატეხა და 3:2 იმარჯვა. აი, ბერლინის „უნიონმა“ კი ელიტაში პირველი ქულა მოიპოვა და ეს „აუგსბურგთან“ საგარეო შეხვედრაში გააკეთა.

„მაინცი“ – „გლადბახი“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ქუაისონი (18), 1:1 ლაინერი (31), 1:2 პლეა (77), 1:3 ემბოლო (79)

„აუგსბურგი“ – „უნიონი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ვარგასი (59), 1:1 ანდერსონი (80)

„დიუსელდორფი“ – „ლევერკუზენი“ 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 ბაკერი (6, ა.გ), 0:2 არანგისი (33), 0:3 ბელარაბი (39), 1:3 მორალესი (82)

„პადერბორნი“ – „ფრაიბურგი“ 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 მამბა (3), 1:1 ვალდშმიდტი (21, პენ), 1:2 პეტერსენი (40), 1:3 კვონი (90)

„ჰოფენჰაიმი“ – „ვერდერი“ 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფოლკრუგი (42), 1:1 ბიჩაკჩიჩი (54), 2:1 ბებუ (59), 2:2 ოსაკო (81), 3:1 კადერაბეკი (87)

„შალკე“ – „ბაიერნი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (20, პენ), 0:2 ლევანდოვსკი (50), 0:3 ლევანდოვსკი (75)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167218