კალათბურთი

20:30 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტის 50 საუკეთესო მომენტი (VIDEO)

1978 წლის 23 აგვისტოს დაიბადა კობი ბრაიანტი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მსროლელი (198 სმ). 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში (2000-2002) “ლეიკერსის” რიგებში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ხდებოდა. 2002 წელს დაასახელეს NBA-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

2003 წელს ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ფინალში. 2004-2005 წლების სეზონის ერთ შეხვედრაში კობი ბრაიანტის საშუალო მონაცემი იყო 31 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. 2006 წელს კი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ მატჩში 82 ქულა გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჩამორჩა. ამ უკანასკნელს 100 ქულა აქვს გაკეთებული, თუმცა ბრაიანტმა 82 ქულა უფრო ნაკლები ტყორცნის შედეგად მოაგროვა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონი (2000, 20001, 2002, 2009, 2010). 16-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩი (1998, 2000-2016).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113226