ფეხბურთი

21:00 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი ქალთა შორის | ნიკე - ლანჩხუთი

ქალ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართება. ისტორიაში პირველი თასის გათამაშების გამარჯვებული თბილისის „ნიკესა“ და ლანჩხუთის „ლანჩხუთს“ შორის გამოვლინდება.



შეხვედრა მიხელ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე შედგება. საქართველოს თასის გათამაშება 10 აგვისტოს დაიწყო და ტიტულისთვის რვა გუნდი იბრძოდა. ფინალური მატჩი 23 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. ფინალურ თამაშზე დასწრება თავისუფალია.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113367