ფეხბურთი

22:20 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი ინათხოვრა

შვედეთის ეროვნული ნაკრების და "უოტფორდის" ნახევარმცველი კენ სემა 2019/20 წლების სეზონს იჯარის წესით "უდინეზეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სემა "უოტფორდმა" "ოსტერსუნდიდან" 2018 წლის ზაფხულში დაიმატა. გასულ სეზონში ინგლისური გუნდის რიგებში ნახევარმცველმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სემას სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა.

სტატისტიკა
0.249619