სხვა

15:50 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადირაძისა და ყაველაშვილის წარმატებული სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

უნგრეთის ქალაქ შეგედში სტარტი აიღო ნიჩბოსანთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელსაც 5 ქართველი მონაწილე ჰყავს: ზაზა ნადირაძე, მარიამ ქერდიკაშვილი, გია გაბედავა, ნიკოლოზ ხატიაშვილი (ყველა – კანოე) და ბადრი ყაველაშვილი (კაიაკი).

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ტურნირზე დამაჯერებელო სტარტი აიღო ნადირაძემ, რომელმაც კვალიფიკაციაში 200-მეტრიანი დისტანცია 38.63 წამში დაფარა და ოთხივე გაცურვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ამდენად, ზაზამ ნახევარფინალში, სადაც 27 საუკეთესო ნიჩბოსანი მოხვდა, საუკეთესო შედეგით გავიდა. ქართველ სპორტსმენს ნახევარფინალი 24 აგვისტოს ელის, მისი მეტოქეები კი მოზამბიკელი, ესტონელი, გერმანელი, პოლონელი, ლიტველი, უკრაინელი, ალჟირელი და მექსიკელი ნიჩბოსნები იქნებიან.
წარმატებულად იასპარეზა ყაველაშვილმაც, რომელიც 200 მეტრზე საკვალიფიკაციო გაცურვაში 34.36 წამი დააფიქსირა და მხოლოდ სერბ მეტოქეს ჩამორჩა.
ამ შემთხვევაში, ნახევარფინალში, რომელიც 23 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი, 36 საუკეთესო გავიდა. ყაველაშვილი ძალებს მე-2 გაცურვაში მოსინჯავს, მისი კონკურენტები კი ბოსნია-ჰერცეგოვინელი, პოლონელი, ტაილანდელი, გერმანელი, ფრანგი, არგენტინელი, ბელარუსი და ირანელი სპორტსმენები არიან.

0.117901