ჩოგბურთი

12:43 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანისიმოვა მამის სიკვდილის გამო US OPEN-ს გამოტოვებს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი, 17 წლის ამანდა ანისიმოვა ამერიკის ღია პირველობაზე არ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამანდას მამა, რომელიც მისის მწვრთნელი იყო გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მარია შარაპოვამ სოციალურ ქსელში ანისიმოვას მიმართ მხარდამჭერი პოსტი დადო და ბევრმა ჩოგბურთელმა ამანდას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამერიკი ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დაწყებულია, ხოლო ძირითადი ბადის თამაშები 26 აგვისტოდან დაიწყება.

0.112148