კალათბურთი

13:45 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელთა სერბი ახალწვეული

საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. ზღვისპირელებმა მცირე ხნის წინ ლევან რევაზაშვილი, ლევან მასხულია და ამერიკელი ჯუნიოს პრაუელი გადაიბირეს, ახლა კი, კონტრაქტი სერბ ცენტრ ნიკოლა ვუიოვიჩს (სიმაღლე 2.10 მ.) გაუფორმეს.

ამ უკანასკნელმა გასული სეზონი ბულგარეთის ჩემპიონატში გაატარა, სადაც პლოვდივის “აკადემიკის” მაისურით 25 მატჩში საშუალოდ 7.9 ქულას, 5.8 მოხსნას (მე-4 მაჩვენებელი ლიგაში) და 1.1 პასს აგროვებდა.
ვუიოვიჩმა 13 თამაშის ჩატარება ბალკანეთის ლიგაშიც მოასწრო, სადაც კიდევ უფრო შედეგიანი იყო: საშუალოდ 10.4 ქულა, 8.2 მოხსნა და 1.5 პასი. სერბის დახმარებით, პლოვდიველებმა ტურნირირის ნახევარფინალსაც კი უწიეს.
ვუიოვიჩმა 2017-18 წლების სეზონი სერბულ “ბეოგრადში” დაჰყო და 23 მატჩში საშუალოდ 10.8 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.2 პასი და 1.3 ჩაჭრა ჰქონდა. მასვე, სერბეთში “პარტიზანის”, “სმედერევოს”, “სლობოდა უჟიცეს”, “ტამისისა” და “რადნიჩკის” ღირსებაც დაუცავს, უთამაშია ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ესპანეთის დაბალ ლიგაში.
ვთქვათ ისიც, რომ ნიკოლა სერბეთის 16, 17 და 18-წლამდელთა ნაკრებების წევრიც გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ “ბათუმის” ამჟამინდელი თავკაცი გიორგი კაზანჯიანი გახლავთ, სერბი ლეგიონერის შემატების შემდეგ კი, გუნდის განაცხადი ასე გამოიყურება.
მცველები: რევაზ ჩაჩანიძე, ლევან ბაბილოძე, ჯუნიუს პრაუელი.
ფორვარდები: ლევან ელიაძე, ლევან რევაზაშვილი, ლევან მასხულია, ალექსანდრე ფევაძე.
ცენტრი: ნიკოლა ვუიოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12811