ფეხბურთი

20:35 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაგნერი ბერძნულ სუპერლიგაში ითამაშებს

“საბურთალოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი ვაგნერ გონსალვესი, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქური კლუბის ღირსებას იცავდა, ამიერიდან საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ "პანეთოლიკოსში" ითამაშებს.

23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან “საბურთალოსთან” კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ ამოეწურა.

ვაგნერი საქართველოს ჩემპიონის ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და 60 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა. მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამის საშუალებით “საბურთალოს” გასული პერიოდისთვის მადლობა გადაუხადა.

0.120042