ფეხბურთი

13:38 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშმა "სან პაულუში" დებიუტი გამარჯვების გოლით აღნიშნა (VIDEO)

დანი ალვეშის შესანიშნავი დებიუტი „სან პაულუში“. ვეტერანი ბრაზილიელი სამშობლოში ცოტა ხნის დაბრუნდა და მისი დებიუტი გუშინ „სეარასთან“ ბრაზილიის ჩემპიონატის მე-15 ტურში შედგა.

„სან პაულუს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება სწორედ 36 წლის ფეხბურთელმა მოუტანა, რომელმაც მე-40 წუთზე გამოიჩინა თავი და როგორც გაიკრვა ეს მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა.

აქვე გეტყვით, რომ „სან პაულუ“ 15 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „სანტოსს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120041