ჩოგბურთი

12:15 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მედვედევმა ცინცინათის მასტერსი მოიგო

23 წლის დანილ მედვედევმა კარიერაში პირველი მასტერსი ტურნირი მოიგო. ცინცინათის მასტერსის ფინალში მედვედევმა დავიდ გოფინს 7:6, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში, ტაი-ბრეიკზე მედვედევმა 7:3 დაამარცხა. მეორე პარტიაში, პირველსავე გეიმში მედვედევმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.

მედვედევმა ამ გამარჯვებით 1.1 მილიონი ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.112942