ფეხბურთი

10:49 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანს შვიდიანზე უარი უთხრეს

ანტუან გრიზმანს „ბარსელონაში“ 7 ნომრის აღებაზე უარი უთხრეს. საქმე ისაა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციები კრძალავს ნომრის შეცვლას მას მერე, რაც თუნდაც ერთ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს სხვა ნომრით.

გრიზმანმა კი, „ბილბაოსთან“ 17-ნომრიანი მაისურით თამაში მოასწრო.

მოგეხსენებათ, ფრანგის „ბარსელონაში“ გადასვლის მომენტში 7 ნომერი ფილიპე კოუტინიოს საკუთრებაში იყო, მაგრამ ბრაზილიელმა გუნდი ორი დღის დატოვა.

მიუხედავად ამისა, მინიმუმ შემდეგ სატრანსფერო ფანჯრამდე გრიზმანი 17 ნომრით ითამაშებს, ხოლო 7 ნომერი თავისუფალი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112279