ფეხბურთი

11:15 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ბეილი რჩება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სელტასთან" მოგებული ლა ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გარეტ ბეილი მიმდინარე სეზონს "გლანკოსის" რიგებში გაატარებს. ფრანგმა სპეციალისტმა ასევე მიანიშნა, რომ ხამეს როდრიგესიც დარჩება გუნდში.

"ჩვენ ამ თემაზე მატჩის წინაც ვისაუბრეთ და ორჯერ ან სამჯერ ვთქვი, რომ ბეილი რჩება. ასევე, ყველა ფეხბურთელი რომელიც ახლა მყავს ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონზე ფიქრობენ." - განაცხადა ზიდანმა.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში საუბარი იყო ბეილის ჩინეთში გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ფეხბურთელმა პირველ ტურში ითამაშა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ხამეს როდრიგესის კი "ნაპოლის" და "ატლეტიკოს" უავშირებენ. კოლუმბიელი "სელტასთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

სტატისტიკა
0.25241