ფეხბურთი

17:33 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ქუთათელაძე "სპარტაკში" ითამაშებს

მოსკოვის „სპარტაკმა“ ნიკოლოზ ქუთათელაძეს კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ცნობა რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით „სპარტაკი“ ქუთათელაძეს წარმატებებს უსურვებს და წერს, რომ მისი დებიუტი მეორე გუნდში მოსკოვის ცსკა-სთან დაპირისპირებაში შედგება. თუმცა, ნახსენები არაა ხელშეკრულების პირობები და ხანგრძლივობა.

შეგახსენებთ, 18 წლის ქართველი „სპარტაკამდე“ საფრანგეთში, „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიაში ირჯებოდა. ამრიგად, "სახალხო გუნდში" ორივე ქართველი ითამაშებს - ჯანო ანანიძე და ნიკოლოზ ქუთათელაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124004