ფეხბურთი

18:25 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ედინ ჯეკომ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ედინ ჯეკოს მილანის „ინტერში“ გადასვლაზე ყოველდღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ ბოსნიელი „რომაში“ რჩება.

როგორც „მგლების“ ვებგვერდი იტყობინება, ჯეკომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა და შესაბამისად, მისი „ინტერში“ გადასვლა გამოირიცხა.

„ბოლო ხანებში დავრწმუნდი, რომ გუნდს ჩემი შენარჩუნება სურდა. „რომა“ ჩემი სახლია, აქ ყველაფერი მაქვს ტიტულების მოსაგებად და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება“, - აღნიშნა ედინმა.

შეგახსენებთ, ედინ ჯეკო „რომას“ 2015 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში ბოსნიელმა რომაელთა რიგებში ჩატარებულ 179 მატჩში 87 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110019