ფეხბურთი

15:14 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო "ბაიერნში" ითამაშებს

ფილიპე კოუტინიომ „ბარსელონა“ დატოვა და კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. როგორც გერმანული გიგანტის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელი მიუნხენში ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მერე კი, კონტრაქტს გააფორმებს.

კოუტინიო „ბაიერნს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ხოლო მისი გამოსყიდვის უფლება „რეკორდმაისტერს“ მომავალ ზაფხულს ექნება.

შეგახსენებთ, ფილიპე კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წლის იანვარში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადავიდა. ხსენებულ პერიოდში კი კატალონელთა მაისურით 76 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114921