ფეხბურთი

13:18 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ვერნერში მხოლოდ 25 მილიონს გადაიხდის

„ბაიერნი“ მზად არის „ლაიპციგის“ შემტევი, ტიმო ვერნერი შეიძინოს, თუმცა 25 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდის - წერს Bild. არადა, ლაიპციგელები 40 მილიონს ითხოვენ.

ერთი ხანი ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 23 წლის ვერნერის გადაბირება „ლივერპულს“ სურდა. წერდნენ, იურგენ კლოპი პირადადაა თანამემამულის თავის გუნდში ხილვით დაინტერესებულიო. მაგრამ მერე ხმები მინავლდა და ახლა, ჩანს, თუ „ბაიერნი“ საკმარის თანხას არ გადაიხდის, ტიმო „ლაიპციგში“ დარჩება.

გასულ სეზონში ვერნერნმა „ლაიპციგის“ მაისურით ყველა ტურნირში 37 მატჩი ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და ათჯერ საგოლედ უპასა. მისი კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.119755